17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - ახალი დეტალები

ე.წ. ციანიდის საქმეში ერთადერთი ბრალდებული დღეს ისევ პროკურორების შეკითხვებს პასუხობდა, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი სკანდალური საქმის მთაავარი დეტალი, სად და რა ვითარებაში შეიძინა დეკანოზმა მომწამვლელი ნივთიერება. საქმეზე მიმდინარე გამოძების პარალელურად დეკანოზის უფლება დამცველები საგამოძიებო უწყებას მიმართავენ.

პროკურატურის წარმოადგენლებს საგაზეთო ინტერვიუს დეტალები არ დაუზუსტებიათ, რომლებიც კვირის პალიტრას მისცეს. საქმის პროკურორი გაზეთთან საუბრობს, რომ გიორგი მამალაძემ გერმანიაში გამგზავრებამდე ბანკიდან 30 ათასი ლარის კრედიტი აიღო. ამავე ინტერვიუში პროკურორი იმასაც აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილის გარდა დაკავებული დეკანოზი სხვა პირის მოკვლასაც გეგმავდა. ვინ არის ეს ადამიანი პროკურატურა არ საუბრობს.

ბეჭდურ პრესაში გაკეთბულ განცხადებებზე საუბარი არ სურს საპატრიარქოს ადვოკატსაც. იმაზე გამოცემაში საპატრიარქოს იურისტი ხელს პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს ადებს და საქმეში მის ინტერესებს არ გამორიცხავს.

საქმეზე მიდინარე ძიების პარალელურად დაცვის მხარე საგამოძოეობო უწყებას მოუწოდებს, რომ პროცესი უმოკლეს ვადებში შეწყვიტონ.

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალძის დაკითხვა 8 საათზე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები