17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. შავ სიაში, რომელიც 15 სექტემბრამდე იმოქმედებს, ამ დროისთვის 150 ადამიანი და 37 კომპანიაა შესული.

ევროკავშირის შეფასებით, მათ ყირიმის ანექსიასთან და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კონფლიქტის გაღვივებასთან აქვთ კავშირი. შავ სიაში შეყვანილებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ და აქტივები აქვთ გაყინული.

ინდივიდუალური სანქციების გარდა, ორგანიზაციას რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვებიც აქვს დაწესებული, რომლებსაც ვადა 2017 წლის ივლისში ეწურება.

დღის ამბები