17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ბალანსისთვის არსებული ვეტოს რესურსი ბოროტად არ უნდა იყოს გამოყენებული - გედევან ფოფხაძე

„ვეტოს დაძლევის პრობლემა ჩვენ არც წინა მოწვევის პარლამენტში არ გვქონია და ამ მოწვევის პარლამენტში მითუმეტეს არ გვაქვს,“ - განაცხადა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გედევან ფოფხაძემ, ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს შესაძლო დადებასთან დაკავშირებით. 

მისი აზრით, პრეზიდენტმა ვეტო მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, როდესაც ის მართლა ფიქრობს, რომ პარლამენტი რომელიმე საკითხზე უნდა დააფიქროს.

„არა მგონია, რომ ვეტოს ენით საუბარი პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ზოგადად სწორი იყოს,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ის აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ვეტო მხოლოდ იმიტომ არ უნდა დაადოს, რათა ჩაერიოს საკანონმდელობლო პროცესში, რომელიც ინსტიტუციონალურად პარლამენტს ეკუთვნის.

„საკანონმდელბლო პროცესი არის პარლამენტის პრეროგატივა. ვეტო, რა თქმა უნდა, არის ბალანსის საშუალება პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის საკანონმდებლო პროცესში, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი აზრით, საკანონმდებლო ფუნქციები პარლამენტს უდნა დარჩეს და "ბალანსისთვის არსებული ვეტოს რესურსი ბოროტად არ უნდა იქნას გამოყენებული".

ამავე თემაზე
დღის ამბები