17 მაისი 2024,   08:01
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯიმი ვარდანიძის საქმის განხილვა ერთ კვირაში გაგრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯიმი ვარდანიძის საქმის განხილვა ერთ კვირაში გაგრძელდება. ბათუმში არეულობა სწორედ 11 მარტს საპატრულო პოლიციის მიერ ვარდანიძის დაჯარიმებას და დაკავებას მოჰყვა, რაც თავად დაკავებულის მტკიცებით უკანონოდ მოხდა.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს წვრილმანი ხულიგნობის სხვა მუხლით შეცვლის მოთხოვნით მიმართეს. მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ მტკიცებულებების წარსადგენად გონივრული ვადა მისცა. 

ვარდანიძესთან ერთად სასამართლო ხიმშიაშვილის საქმესაც განიხილავს, რომელიც მასთან ერთად დააკავეს და ბრალს ისიც უსაფუძვლოდ მიიჩნევს. 

პარალელურად სასამართლომ დღეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსაც მოუსმინა, თუმცა პოლიციამ პროცესზე ვერ შეძლო ვარდანიძეს ბრალეულობის დამდასტურებელი ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენა.

 

დღის ამბები