17 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
თეოლოგ ლადო ნარსიას აზრით, წმინდა სინოდს სხდომაზე მამა გიორგი მამალაძის წერილი უნდა განეხილა

თეოლოგი ლადო ნარსია მეუფე პეტრე ცაავას მიმართ წმინდა სინოდის წევრების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას "ერთგვარად უსამართლოს" უწოდებს.

ის მეუფე პეტრეს მიერ სინოდისადმი გაგზავნილ წერილს აფასებს, რომელშიც მიტროპოლიტმა სინოდის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„მეუფე პეტრე ცაავა გვეუბნება, რომ სინოდმა არ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომელმაც შესაძლოა, განაპირობა დეკანოზ მამალაძის ამგვარი ქცევა. მეორე საინტერესო დეტალია, რომ სინოდმა არ წაიკითხა დეკანოზი მამალაძის წერილი და არ ჩათვალა მისი განხილვა საჭიროდ. სინოდი გახლავთ ეპისკოპოსთა საბჭო, რომლის უმთავრესი დანიშნულება არის ის, რომ მან მამობრივი მზრუნველობით იფიქროს მის ყველა წევრზე, ეკლესიის წევრზე და ის, რაც ყველაზე მეტად ევალებოდა ახლა სინოდს, იყო ის, რომ ეფიქრა ამგვარ მიზეზებზე და განეხილა ეს წერილი,“ - განაცხადა ლადო ნარსიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები