17 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
ეს ძალიან ჰგავს რუსულ ნარატივს - შალვა შავგულიძე ბათუმის მოვლენებზე საუბრობს

11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ „ეს ძალიან ჰგავს რუსულ ნარატივს“. განცხადება ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„არასოდეს ასეთი აგრესიული ფორმა, ასეთ ცეცხლწაკიდებული მანქანები, დამტვრეული მინები და ა.შ. ასეთი რამ საქართველოში არ გვინახავს. ეს რაღაც გარედან მოწოდებული სცენარი,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

შალვა შავგულიძე მერაბ ღოღობერიძის შესახებაც საუბრობს, რომელიც ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიაზრება.

„ჩენ ვნახეთ ეს ადამიანი, როგორ არღვევდა კანონს, როგორ აგრესიულად იქცეოდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებს ესროდა კვერცხებს, აყენებდა შეურაცხყოფას და კიდევ სხვა,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შალვა შავგულიძე 11-12 მარტის ღამეს ხელისუფლების ქმედებებს "არაადეკვატურს" უწოდებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა ის ღამე, რომლის განმავლობაში ხდებოდა ესკალაცია ამ საპროტესტო გამოსვლების, გადავიდა უვე ძალადობრივ ფორმაში, მართლაც გადააჭარბა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს და ხელისუფლება ამ დროს, სამწუხაროდ, საქართველოს თითქოს არ ჰყავდა. საერთოდ არ ჩანდა ხელისუფლება. ხელისუფლების ვალი იყო მაშინ, გამოჩენილიყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები. ისინი უნდა ჩართულიყვნენ უშუალოდ ამ სიტუაციაში, უნდა მისულიყვნენ პროტესტის გამომხატველ ადამიანებთან,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

დღის ამბები