17 მაისი 2024,   06:32
ვრცლად
ბათუმის მძიმე ღამე - პრემიერი არეულობის ორგანიზატორთა მკაცრად დასჯის პირობას დებს

ბათუმში განვითარებულ პროცესებს გიორგი კვირიკაშვილმა "სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი" უწოდა. მისი თქმით, ყველა პირი, ვინც ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობდა, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

პრემიერმინისტრს არ დაუკონკრეტებია, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება 11-12 მარტის აქციის გამო. თუმცა, ხელისუფლების მთავარი ბრალდებული ბათუმის აქციის ორგანიზებაში რომ ნაციონალური მოძრაობაა, ამაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ ღიად ისაუბრეს.

აქციაში ჩართულობას კატეგორიულად გამორიცხავს ნაციონალური მოძრაობა და ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ კამპანიაში ადანაშაულებს. ბათუმში განვითარებულ პროცესებს პარტიაში ძალოვანი უწყებებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებენ.

ხელისუფლების მხრიდან არასათანადო და არადროულ რეაგირებაზე მიუთითებს ევროპული საქართველო.

ბათუმის აქციის დროულ გამოძიებას ითხოვს გიორგი მარგველაშვილიც.

ოპოზიცია ბათუმის აქციის გამოძიების პროცესს მონიტორინგს გაუწევს.

დღის ამბები