17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
კახაბერ შპეტიშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო - პოლიცია სომხეთის საზღვარზე მის გადაყვენას უკვე მეორედ ცდილობდა

კახაბერ შპეტიშვილს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი აქვს. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცს ვადა სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე მისცეს, რომელმაც შპეტიშვილი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში უდანაშაულოდ სცნო.

კახაბერ შპეტიშვილი სტამბოლიდან თბილისში 11 მარტს დაბრუნდა. მისი მტკიცებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის არ შემოუშვეს და პოლიციამ თვითმფრინავის ტრაპიდან ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

ადვოკატისა და შპეტიშვილის მტკიცებით, ის სომხეთი-საქართველოს საზღვრის გამშვებ პუნქტზე მას შემდეგ შემოუშვეს, როდესაც ადგილზე ვარკეთილის პოლიციის მერვე განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ. პოლიციის მხრიდან შპეტიშვილის საზღვარზე იძულებით გადაყვანის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

კახაბერ შპეტიშვილი დღეს სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წელს ის პოლიციამ უკანონოდ დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სავარაუდოდ, იმ პოლიციელებით უნდა დაინტერესდნენ, ვინც შპეტიშვილი პასუხისგებაში მისცა. საბოლოო სიტყვაში შპეტიშვილმა მოსამართლეს პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტების შესახებ უამბო.

სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმას. პროკურორი აცხადებს, რომ ის შპეტიშვილის მონათხრობითაც დაინტერესდება და მოკვლევას აწარმოებს.

ბრალდებების ადრესატ უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. 

დღის ამბები