17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველთათვის განაცხადების შეტანის ვადა 13 აპრილამდე გახანგრძლივდა

ევროსასამართლოს მოსამართლეობის მსურველთათვის განაცხადების შეტანის ვადა 13 აპრილამდე გახანგრძლივდა. ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მთავრობის დადგენილებას არღვევს, სადაც მითითებულია, რომ მოსამართლის კანდიდატურების სია საქართველოს მთავრობას პირველ აპრილამდე უნდა წარედგინოს.

მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, რომელიც ადასტურებს, რომ განაცხადი დღის ბოლოს შეიტანა.

პაპუაშვილი შესარჩევ კონკურსში ხელახლა მონაწილეობის მოტივაციაზე ჯერ არ საუბრობს. პირველ ჯერზე ის, არასაკმარისი ქულების გამო, დასკვნით ეტაპამდე ვერ მივიდა. პირველ კონკურსს საწყის ეტაპზე გამოეთიშა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თამარ ალანიაც. მან ევროსასამართლოს მოსამართლეობისთვის განაცხადი ამჯერადაც შეიტანა.

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილეც, დავით ჯანდიერი.

ახალ სიაში, სავარაუდოდ, არ იქნება ევა გოცირიძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, რომლის კანდიდატურაც სტრასბურგმა ჩააგდო, ხელახალ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. უცნობია, კიდევ ერთი დაწუნებული კანდიდატის, იუსტიციის სამინისტრო მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის, გადაწყვეტილება.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ამჯერად სტრასბურგს ქართული მხარე ღირსეული კანდიდატებს წარუდგენს. 

დღის ამბები