17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონი - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს ორი ოპოზიციური პარტიის შეხედულებებს გაეცნენ

პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებსა და მესამე სექტორთან კონსულტაციებისთვის ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ერთკვირიანი ვადა რჩება. საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად საქართველოს პრეზიდენტი კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან მართავს.

პრეზიდენტმა "ფარული მოსმენების შესახებ" კანონის გასაუმჯობესებლად კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ ძალას შესთავაზა, მაგრამ მისი წინადადება მხოლოდ ოპოზიციამ მიიღო. ხელახალი ვეტოს გამოყენებამდე გიორგი მარგველაშვილმა დღეს ევროპული საქართველოს და ენმ-ის პოზიციები მოისმინა.

ოპოზიცია პრეზიდეტს სთხოვს, ვეტოს უფლება გამოიყენოს, რადგან, მათი აზრით, არსებული ვერსიით მოქალაქეების უფლებები დაცული ვერ იქნება.

მმართველ გუნდს პრეზიდენტის შეთავაზების განხილვა არ უფიქრია. ახალი კანონი არც არასამთავრობო სექტორს მოსწონს.

კამპანია ეს შენ გეხებას წვერები ფიქრობენ, რომ სახელწმიფომ უშიშროების სამსახურში კიდევ ერთი მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე აქამდე არსებული ვერსია.

პრეზიდენტი ხვალ პატრიოტთა ალიანსს შეხვდება და, სავარაუდოდ, ამით ე.წ. მოსმენების კანონზე კონსულტაციებს დაასრულებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები