17 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
მეუფე პეტრეს ღია წერილი - სასულიერო პირი მღვდელმთავრებს აკრიტიკებს

სინოდის გადაწყვეტილებიდან მეხუთე დღეს კრებაზე მიღებული განჩინება ისევ აქტუალურია. სასჯელმიღებული მეუფე პეტრე, მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო, მღვდელმთავრებს აკრიტიკებს. ღია წერილი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა დღეს გამოაქვეყნა. ადრესატი პატრიარქის გარდა სინოდის 46-ვე წევრი იყო.

მეუფე პეტრე სინოდის წევრების რეაგირებას ელოდება, თუკი მისი მიმართვის შემდეგ მღვდელმთავრები კონკრეტულ პასუხს არ გასცემენ, ის ისევ ღიად აპირებს, საჯაროდ ისაუბროს ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობ პრობლემებზე.

წერილის გამოქვეყნების შემდეგ, საპატრიარქოში მღვდელმთავრების ნაწილმა შეხვედრა გამართეს, თუმცა, არც ერთ მღვდელმთავარს კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. სასულიერო პირების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სინოდის გადაწყვეტილება ადეკვატური იყო.

9 მარტს გამართულ სინოდის სხდომას აკრიტიკებს დედა სიდონია.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ღია წერილზე სინოდის წევრების რეაგირებას ელოდება. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა საპატრიარქო რაიმე გადაწყვეტილებას, თუმცა შესაძლოა, მეუფე პეტრეს განცხადებების კიდევ ერთი გაფრთხილება მისცენ.

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

დღის ამბები