17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები პარასკევს მეტროსადგურებთან შეკრებას გეგმავენ

დამწვარი ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები ხელისუფლებისგან პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეძახილებითა და ხმაურით დახვდნენ.

ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე სიმბოლურად ბორკილები დაიდეს და საკუთარი მოთხოვნები ხელისუფლებას სწორედ ამ ფორმით შეახსენეს. მოვაჭრეები მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

ადმინისტრაციასთან შეკრებილებს და ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე უპასუხა. მერის თქმით, ზარალის ანაზღაურება მის ფუნქციაში არ შედის.

პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარემ დღეს ის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლითაც ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებასა და საქმისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა დაზარალებულებმა დღეს პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსეს.

მოვაჭრეები პარასკევს მეტროსადგურებთან შეიკრიბებიან და ხელისუფლებას კომპენსაციების გაცემის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართავენ. ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეების ნაწილი უკვე 23 დღეა, შიმშილობს.

 

დღის ამბები