17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ხეების მოგზაურობა - ივანიშვილის გატაცებამ ბობოყვათში შესაძლოა, არქეოლოგიური ძეგლების განადგურება გამოიწვიოს

ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი აუცილებლად გამოიწვევს უკვე გამოვლენილი და ჯერ კიდევ აღმოსაჩენი არქეოლოგიური ძეგლების განადგურებას - ივანიშვილის დენდროლოგიურ გატაცებას ახლა უკვე არქეოლოგებიც ეხმაურებიან. საუბარია ბობოყვათის რეზიდენციაზე, სადაც ხეებს ზუსტად იქ თხრიან, სადაც ანტიკური სასახლეა აღმოჩენილი.

ბობოყვათში კომპანია გზა მუშაობს, რომლის იურისტი ვერ იხსენებს, დღეისათვის რამდენი ხის გადარგვაზე მუშაობენ, მაგრამ ახსოვს, რომ მოქმედი კანონი მათ არაფრით ზღუდავს.

შეიწირავს თუ არა ივანიშვილის ასწლოვანი ხეები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ათასწლოვან ნაშთებს, სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, არქეოლოგებს ეს თემა სადაოდ არ ეჩვენებათ. არქეოლოგიურის ნაცვლად დენდროლოგიური გათხრები, მათი ინფორმაციით, ზუსტად იმ ადგილზე მიმდინარეობს, სადაც მე-5-6 საუკუნეებით დათარიღებული სასახლე აღმოაჩინეს. 

დღის ამბები