17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
კამათი არჩევანში ბათუმის აქციაზე დაპირისპირების მიზეზებზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მირდატ ქამადაძე, ამბობს რომ, აქცია იყო თავიდანვე ორ ნაწილად გაყოფილი. მისი თქმით, ელგუჯა ბაგრატიონმა მმართველი გუნდის წარმომადგენელს უთხრა, რომ პასუხისმგებლობას ამ შემთხვევაში ვერ აიღებდა, რადგან ხალხი ძალიან აღელვებული იყო.

მისი თქმით, არავითარი აგრესია არ იყო თავდაპირველად. მირდატ ქამადაძის თქმით, მშვიდობიან მონაწილეებს სპეცრაზმმა დარბევა დაუწყო.

„როდესაც სპეცდანიშნულების რაზმმა მოახდინა პროვოცირება და დაბრუნდა უკან, იქიდან რამდენჯერმე კიდევ დაშალა ცრემლსადენი გაზით,“ - აღნიშნა მირდატ ქამდაძემ.

არჩევანის ეთერში მირდატ ქამადაძემ და ირაკლი ჭეიშვილმა იკამათეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაიწყო აქციაზე დაპირისპირება. მირდატ ქამადაძის თქმით, სპეცრაზმის გამოსვლას მოჰყვა დაპირისპირება. ხოლო ირაკლი ჭეიშვილი აღნიშნავს, რომ მოქალაქეების მხრიდან ქვების სროლის და ძალადობრივი ქმედებების დაწყების შემდეგ გამოვიდა სპეცრაზმი.

მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ყველაზე მნიშნელოვანი ხელისუფლების დაგვიანებული ქმედებებია.

„მთელი ღამის განმავლობაში იწვოდა ბათუმი, სად იყო ხელისუფლება? ჰყავს თუ არა ამ ქვეყანას და ამ ქალაქს ხელისუფლება?“ - განაცხადა მირდატ ქამადაძემ. 

 

 

დღის ამბები