17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
რა გინდათ ხელისუფლებაში? - ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე ბათუმის მოვლენებზე მთავრობას აკრიტიკებს

ისტორიკოსი, უჩა ოქროპირიძე, ბათუმში 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. გადაცემა არჩევანში ის აღნიშნავს, რომ მსგავსი ვანდალური ფაქტები ბათუმში არცერთი აქციის დროს არ გამოვლენილა.

უჩა ოქროპირიძე ამბობს, რომ ქალაქი იმ ღამეს ხელისუფლების გარეშე იყო დარჩენილი, რადგან ამ მდგომარეობის პრევენცია დროულად არ მოხდა.

„თუ თქვენს გარეშე ხდება ყველაფერი ამ ქვეყანაში, რა გინდათ ხელისუფლებაში? მთავრობა ვერაფერს ვერ აკეთებს. ე.ი. უკანასკნელი თაგვებივით რომ შეძვრნენ, დილამდე კაციშილი არ გვინახავს, რომ ამ ხალხისთვის ელემენტარულად მიემართათ, რომ რა გზაზე დამდგარიყვნენ,“ - განაცხადა უჩა ოქროპირიძე.

ის განმარტავს, რომ ხელისუფლებას აქციის დროს არავინ დაუწყნარებია. მისი აზრით, მთავრობამ მხოლოდ დილით ქალაქის დახვეტა დაიწყო.

„სხვებისკენ ხელის გაშვერას თავი დავანებოთ,“ - განაცხადა უჩა ოქროპირიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები