17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
უმაღლესი საბჭოს ის შემადგენლობა, რომელიც დღეს ჰყავს აჭარას, არ არის ამ საკითხის გადამწყვეტი - მედეა ვასაძე ბათუმის აქციაზე

პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელი, მედეა ვასაძე, აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ბათუმის აქციის ვითარების განტვირთვა არ შეეძლო.

„უმაღლესი საბჭოს ის შემადგენლობა, რომელიც დღეს ჰყავს აჭარას, არ არის ამ საკითხის გადამწყვეტი,“ - აცხადებს მედეა ვასაძე.

მედეა ვასაძე აღნიშნავს, რომ კოალიციის დროს ქართული ოცნების დაშლას ცდილობდნენ პარტიის წევრები და მათ ეს სპეცსამსახურებთან ერთად შეძლეს. მან აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი გააკრიტიკა.

„არ შეიძლება, ადამიანი აიყვანო საიდანღაციდან და ჩააბარო უმაღლესი საბჭო. ადამიანს, რომელსაც არათუ პოლიტიკური, არამედ მოქალაქეობრივი პოზიციაც არა აქვს,“ - განაცხადა მედეა ვასაძემ. 

დღის ამბები