17 მაისი 2024,   08:59
ვრცლად
მე ვფიქრობ, რომ ბატონმა კალაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს აჭარელ მოსახლეობას - ტარიელ ნაკაიძე

მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე, ყურადღებას ამახვილებს ბათუმის აქციის რეალურ მიზეზებზე, რომელმაც ბათუმის გარემოება შექმნა. მისი თქმით, აქცია სპონტანური იყო.

არჩევანის ეთერში მან აღნიშნა, რომ  ხელისუფლებას საკადრო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს. მან კახი კალაძესაც მიმართა და აღნიშნა, რომ მას აჭარელი მოსახლეობისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

„მე ვფიქრობ, რომ ბატონმა კალაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს აჭარელ მოსახლეობას იმიტომ, რომ ეს იყო შეურაცხყოფა,“ - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ ისეთი პოლიციელები არიან დაწინაურებულები, რომლებიც არიან „აუტანელი შეურაცხყოფის მიმყენებელი მუსლიმ მოსახლეობაზე“.

მან სხვადასხვა შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ადიგენის რაიონში არცერთ სოფელში ადგილობრივი აჭარელი არ იკავებს საპასუხისმგებლო თანამდებობას. 

„არ ვფიქრობ, რომ ღოღობერიძე, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი აქტორი არ არის ამ თემის. ამ თემის მთავარი აქტორი არის ხელისუფლება, რომელიც უნდა დაფიქრდეს და არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ხელისუფლება მოვა და ვინ იქნება სათავეში, ყოველთვის უნდა დაფიქრდეს, თუ რა სახის პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს რეგიონისთვის,“ - განაცხადა ტარიელ ნაკაიძე.

მან აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიცია არადეკვატურ ჯარიმებს წერდა ხოლმე. მისი აზრით, ხელისუფლებამ არ გააკეთა საკმარისი იმისათვის, რომ აქცია დასაწყისშივე დასრულებულიყო.

დღის ამბები