17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
ხელისუფლებას ეშინია საპროტესტო აქციის - ნინო კალანდაძე ბათუმის აქციაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კალანდაძე, ბათუმის აქციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, საზოგადოება ქუჩაში დაგროვილმა სოციალურმა პრობლემებმა გამოიყვანა.

„მთავრი საკითხი არის აქ და ამაზე თანხმდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომ ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანა მათმა სასოწარკვეთამ, უკმაყოფილებამ და, პირველ რიგში, აგრესიამ ხელისუფლების მისამართით,“ - აცხადებს ნინო კალანდაძემ.

მისი თქმით, ვერანაირი დაჯგუფება ან კონკრეტული პირი, თუნდაც ღოღობერიძე, ამ მასშტაბის საპროტესტო აქციას ვერ გამოიწვევს.

არჩევანის ეთერში ნინო კალანდაძე ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს.

„მთელი არსი ამ პროვოკაციის არის ძალიან მარტივი. ხელისუფლებას ეშინია ერთადერთი რამის, ეშინია ხალხის, ეშინია ხალხის ხმის, ეშინია საპროტესტო აქციის,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისი თქმით, თავისუფალი ზონის ვერცერთი წევრი ვერ იქნებოდა ამ აქციის ორგანიზების. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა იქნება სოლიდარული მშვიდობიანი აქციის მიმართ.

ის აღნიშნავს, რომ ეს აქცია ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული რომ ყოფილიყო, ხელისუფლება აქციის მონაწილეებს დილის 5 საათამდე დაშლიდა. ის განმარტავს, რომ მისი პარტია იმ ღამეს პირველი გაემიჯნა ძალადობას.

დღის ამბები