17 მაისი 2024,   17:22
ვრცლად
თქვენ მოგივიდათ სერიოზული შეცდომა - დავით ბერძენიშვილი ენმ-ს ბათუმის ღამის მოვლენების დროს გაკეთებულ განცხადებაზე მიმართავს

„ამ ეთერში ლევან ვარშალომიძემ სოლიდარობა გამოუცხადა აქციას და დააანონსა აქცია ზუსტად იმ დროს, როდესაც უკვე კარგად ხანი მიმდინარეობდა ვანდალური დარბევა ბათუმის ქუჩის,“ - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა, ბათუმის მოვლენების შეფასებისას გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში.

ის ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, პასუხისმგებლობა აიღოს, რომ ამ განცხადებით შეცდომა დაუშვეს.

„თქვენ მოგივიდათ სერიოზული შეცდომა. მე ხელისუფლებას მივმართავ, რომ ნუ იქნებიან სირაქლემას პოზაში და რაღაცა თუ არ გამოუვიდათ სწორად, გამოიძიონ, როგორ ხდებოდა ესკალაცია, ხალხის დაჯერება იმაში, რომ არიქა, კნინობით ტერმინებით გვამკობენო,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები