17 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
რუსთავი2-თან დაკავშირებული პროცესები ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობას ჰგავს - სენატორი ჯონ მაკკეინი

 „რუსთავი2-თან დაკავშირებული პროცესები ოპოზიციის ხმის ჩახშობის მცდელობას ჰგავს," - ეს განცხადება სენატორმა ჯონ მაკკეინმა  ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. 

„ღრმად ვარ შეშფოთებული იმით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი2-თან დაკავშირებით ჰგავს პრესაში ოპოზიციის ხმების ჩახშობის მცდელობას და ქვეყანაში მოქნილი, პლურალისტური და ღია მედიის არსებობის შეზღუდვას,“ - ნათქვამია სენატორის წერილობით კომენტარში.

სენატორი ასევე დასძენს, რომ მას ღრმად სჯერა დემოკრატიის მშენებლობაში თავისუფალი მედიის მნიშვნელობის.

„როგორც წარსულშიც მითქვამს, ღრმად მწამს იმის, რომ თავისუფალი და ღია პრესა დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია და უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ნებისმიერმა დემოკრატიამ წარმატებას მიაღწიოს,“ -  ამბობს ის. 

ამასთან, ის საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებს, რომ  "შეინარჩუნოს პლურალისტური მედიაგარემო იმისთვის, რომ საქართველოში ყველას ხმის გაგონება იყოს შესაძლებელი“.

 

დღის ამბები