17 მაისი 2024,   08:04
ვრცლად
"სასარგებლო სიბრიყვე" ივანიშვილს სჭირდება და ის მას იყენებს - გიგა ბოკერია ბათუმის აქციაზე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია, საგარეო საფრთხეებზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთი ვითარების იმ ზღვრამდე მიყვანას შეეცდება, რაც საქართველოსთვის ზიანის მომტანი იქნება.

არჩევანის ეთერში გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ბიძინა ივანიშვილს ემსახურება. ბათუმის აქციაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ „სუს-სა და პატრულს შორის დაპირისპირება ჭორი არ იყო".

„იმ შემთხვევაში თუ მანქანებს დაწვავენ და ძალადობას გამოიჩენენ ხალხი იქნება გამოშვებული ციხიდან? ეს არის ტესტი ადამიანის თავისუფლების? ამ შემთხვევაში ეს ძალიან ცუდი და სახიფათო სიგნალია ყველა მომავალი ვითარებისთვის,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ „სიბრიყვე“ გამოიჩინა და დაამატა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ფრთხილად უნდა იყოს.

„სასარგებლო სიბრიყვე" ბიძინა ივანიშვილს სჭირდება და ის მას იყენებს, რომ ახლა აბსოლუტურად დემაგოგიურად გადააბრალოს ეს ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც პოლიტიკური სიბრიყვე გამოიჩინა აშკარად. რა თქმა უნდა, ეს ნაციონალური მოძრაობის ბრალი არ არის,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

დღის ამბები