17 მაისი 2024,   10:51
ვრცლად
მერაბ ღოღობერიძეზე საუბარი სასაცილოა - დავით ბაციკაძე ბათუმის ღამის მოვლენებს აფასებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნება - აჭარის თავმჯდომარე, დავით ბაციკაძე, ბათუმში განვითარებული მოვლენების თაობაზე პასუხისმგებლობას პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.

მან ამის თაობაზე გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, საუბარი იმ თემაზე, რომ აჭარლების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდა პოლიციის უფროსის მხრიდან, ნაციონალური მოძრაობის წამოწყებული იყო.

„მერაბ ღოღობერიძეზე საუბარი სასაცილოდ მიმაჩნია, ის ჩემთვის ძალიან კომიკური პიროვნებაა. ამ კომიკურ ადამიანზე არ მინდა საუბარი,“ - განაცხადა დავით ბაციკაძემ.

მისი აზრით, აქციის მონაწილეები წინასწარ იყვნენ მომზადებულები, რომ პოლიციაზე თავდასხმა განეხორციელებინათ.

„ტესტი ჩაატარა ნაციონალურმა მოძრაობამ, მცდელობა ჰქონდათ, რომ მოეწყოთ არეულობა და აინტერესებდათ საზოგადოებას რა რეაქცია ექნებოდა,“ - განაცხადა დავით ბაციკაძემ.

გადაცემის პირდაპირ ეთერში რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა, მას მიმართა და უთხრა, რომ სად იყო, როდესაც ვანდალური აქტები მიმდინარეობდა. დავით ბაციკაძემ აღნიშნა, რომ იმ ტერიტორიაზე იდგა სწორედ, სადაც მანქანებს წვავდნენ. დავით ბერძენიშვილმა ჰკითხა, რატომ იყო მთელი ამ დროის განმავლობაში დამკვირვებლის როლში, დავით ბაციკაძემ უპასუხა, რომ აქციის მონაწილეების დაღლას ელოდებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები