17 მაისი 2024,   23:04
ვრცლად
პოეტი და მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გენო კალანდია გარდაიცვალა

პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გენო კალანდია 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გენო კალანდიას ეკუთვნის ასი სონეტი - გრაალი და კარიატიდები და პოეტის ასი ლექსი. პოეტის ლექსების კრებული ცა და ფოთლები 1967 წელს სოხუმში გამოიცა.

მის შემოქმედებას ეკუთვნის ზაფხულის სიზმრები და ფესვები. ლექსების კრებული თოვლის სასახლე.

გენო კალანდია სხვადასხვა პერიოდში იყო აფხაზეთის გ. შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე, აფხაზეთის გათავისუფლების პარტიის წევრი, ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის წევრი.

1994 წელს ის საქართველოს სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა.

დღის ამბები