17 მაისი 2024,   06:54
ვრცლად
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის მოსმენას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

დღეს პარლამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მოუსმინეს. თამარ ქალდანმა 2016 წლის ანგარიში წარადგინა, მოხსენებას მხარეებს შორის კამათი მოჰყვა.

„315 ადამიანს ამ დარბაზში, ამ შენობაში უსმენენ მხოლოდ და თქვენ გვეუბნებით, რომ 315 მოსმენა განხორციელდა 2016 წელს?“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ სხდომაზე.

მას ამ საკითხზე პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ანრი ოხანაშვილი შეეკამათა.

„ბატონი რომანი არის კიდევ იგივე ფანტაზიაში, რომ თითქოს ჩვენ ვცხოვრობთ 2012 წლამდე რეჟიმში,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე, კამათის დროს დაინტერესდა, თუ რამდენჯერ მისცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ნებართვა ფარული მოსმენის დაწყების, საგამომძიებლო უწყებას. თამარ ქალდანმა ამ შეკითხვას პირდაპირი პასუხი არ გასცა და საპარლამენტო უმცირესობის მდივანს მოუწოდა, უწყებას ამ ინფორმაციის მიღების მიზნით, წერილობით მიმართოს.

დღის ამბები