17 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა შეწყდა - ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა შეწყდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მერაბ ღოღობერიძის თქმით, მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ამიტომ მისი დაკითხვა შეჩერდა. 

მერაბ ღოღობერიძე კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ პოლციის სამმართველოში მოწმის სახით იყო დაბარებული. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბათუმის მოვლენების ორგანიზატორი არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა გადაბრალებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები