17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ოფიციალური მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარი 2.4910 ლარს უტოლდება. დღეს მოქმედი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.4854 ლარი ღირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა 0,0056 პუნქტით გაუფასურდა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ოფიციალური კურსი მიხედვით, 1 ევრო 2.6454ლარი ღირს, რაც წინა მონაცემზე  0.0014 პუნქტით მეტია.

კომერციულ ბანკებში დოლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ასეთია: საქართველოს ბანკი - 2,545 ლარი, TBC ბანკი - 2,549 ლარი, პროკრედიტ ბანკი - 2,53 ლარი. 

დღის ამბები