17 მაისი 2024,   06:33
ვრცლად
ჩემი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი - ელისო კილაძე

„ჩემი შვილი დანაშაულს არ აღიარებს, ჩაუდეს ზუსტად იმ რაოდენობის ნარკოტიკი, რომ ძალიან მძიმე სასჯელი მიიღოს,“ - აცხადებს გაზეთ ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი.

ელისო კილაძე ამბობს, რომ დავით ხარშილაძემ დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

„მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. თავზე ძალიან მძიმე ტრავმა აქვს გადატანილი, გამომდინარე აქედან, ის, ალბათ, ამას გაუძლებს ერთი კვირა ან 10 დღე,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ პროტესტის უკიდურეს ზომას თავადაც მიმართავს.

ელისო კილაძე აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

„ჩემი შვილი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და მისი პირადი მძევალი. გაცნობიერებული მაქვს, რომ ჩემი შვილი ციხეში იჯდება ზუსტად იმდენი წელი, რამდენი წელიც ხელისუფლებაში იქნება ბიძინა ივანიშვილი,“ – ამბობს ელისო კილაძე და დასძენს, რომ ის გეგმავს, ყოველდღიურად „თითო აგური დადოს ამ ხელისუფლების დემონტაჟისათვის“.

პროკურორის განცხადებით, ნაკროტიკული საშაულების წარმომავლობის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს.

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები