17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
ელისო კილაძის შვილმა შიმშილობა გამოაცხადა - ის ბრალს არ აღიარებს

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე, პროტესტის ნიშნად შიმშილობას აცხადებს. ის სამართალდამცველებმა 2 დღის წინ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ხარშილაძე ბრალს არ აღიარებს და სასამართლოს მისი საქმის დაჩქარებული წესით განხილვას, თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სთხოვს.

ცოტა ხნის წინ სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე დავით ხარშილაძემ განაცხადა, რომ მისი დაკავების დროს არაპროპორციული ძალის გამოყენება მოხდა. მისი თქმით, დაკავების შემდეგ მას ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს, შეუზღუდეს მხედველობა და დავით ხარშილაძე ვარაუდობს, რომ სამართალდამცველებმა მას ნარკოტიკული საშუალება სწორედ ამ დროს ჩაუდეს.

„გაურკვეველი რაღაც ნივთიერებები აღმოჩნდა ჩემს ჯიბეში, ეს მოხდა 3-4 წუთიან ინტერვალში, რა დროსაც მიწაზე ვიყავი სახით დაწოლილი,“ - განაცხადა დავით ხარშილაძემ.

სასასაქალაქო სასამართლომ შემდეგი განხილვა 18 აპრილს დაინიშნა.

დღის ამბები