17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
ეს საქმე არის კიდევ ერთი ტესტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - სახალხო დამცველი ელისო კილაძის შვილის დაკავებაზე

ელისო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში იმედი გამოთქვა, რომ „წინადადება იქნება სათანადოდ რეაგირებული და კონკრეტული პოლიციელი იქნება პასუხისგებაში მიცემული“.

კონკრეტულად, უჩა ნანუაშვილი საუბრობს ობუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველმა მიმართა მინისტრს ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასაწყებად.

„ჩვენი წარმომადგენელი უშუალოდ შეესწრო ასეთ ფაქტს. სწორედ აქედან გამომდინარე, არ ვსაუბრობთ ვინმეს მონაყოლზე, ვსაუბრობთ იმ ფაქტზე, რომელის მოწმეების ჩვენ ვიყავით და ჩვენთვის დაუშვებელია ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ცინიკური, შეურაცხმყოფელი მიმართვა კონკრეტული პირის მისამართით და ეს უნდა გახდეს საფუძველი დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება რეალურად პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, „ეს საქმე არის კიდევ ერთი ტესტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ მათ კანონის მთელი სიმკაცრით მოახდინონ რეაგირება ასეთ ფაქტებზე“.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ აქ საუბარია ფაქტზე, რომლის მოწმეც იყო ჩემი რწმუნებული,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.

ნანაუშვილის თქმით, დაკავებულს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს, იყო არაპროპორციული ძალა გამოყენებული და, მისი თქმით, ელისო კილაძის შვილს გარკვეული დაზიანებების აქვს და ამბობს, რომ ამაზე გაგზავნილია უკვე მიმართვა და მოლოდინი აქვთ, რომ პროკურატურის მხრიდან რეაგირება იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ნანუაშვილის თქმით, „ბოლო პერიოდში შეინიშნება ტენდენცია, რომ ძალის გადამეტებულ გამოყენებას აქვს ადგილი და რეაგირება შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ იშვიათად ხდება“.

„ზოგადად ქვეყანაში არის შესაცვლელი ნარკოპოლიტიკა, რომელიც არის უკიდურესად რეპრესიული," - აცხადებს ნანუაშვილი. 

 

 

დღის ამბები