17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
ჩემთვის გაუგებარია ნებისმიერი განცხადება, რომელიც სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზიას ეხება - უჩა ნანუაშვილი

„მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც გამოაქვს ევროპის სასამართლოს, არის საბოლოო,“ - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, რუსთავი2-ის საქმეზე საუბრისას.

კურიერის პირდაპირ ეთერში ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

„ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა შევასრულოთ ის გადაწყვეტილება, რომლის წევრიც ვართ. საქართველომ თვითონ გადაწყვიტა, გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი, გამხდარიყო ევროსაბჭოს წევრი და შესაბამისად, კონვენციას მივერთებოდით, რომლიც მიმართულია ადამიანის უფლებათა დაცვისკენ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია ნებისმიერი განცხადება, რომელიც გადაწყვეტილების რევიზიას ეხება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისი აზრით, მმართველი გუნდის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არამართლზომიერი გადაწყვეტილებები ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები