17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
სახეზეა სახელმწიფოს სიბინძურე, უნამუსობა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით - ზაზა ხატიაშვილი

რუსთავი2-ის საქმეზე ევა გოცირიძის მიერ სტრასბურგის სასამართლოს კრიტიკას კურიერის პირდაპირ ეთერში ზაზა ხატიაშვილი გამოეხმაურა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის წერილს "აბსურდული" უწოდა.

„საქართველო დიდ სირცხვილს გადავარჩინეთ, რომ ეს ადამიანი არ იყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არჩეული მოსამართლედ. ევა გოცირიძე არის გამწარებული, რომ სამოქალაქო საზოგადოება მას დაუპირისპირდა,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ხატიაშვილმა მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს "სამარცხვინო" უწოდა.

„სახეზეა სახელმწიფოს სიბინძურე, უნამუსობა ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით,“ - აღნიშნა ხატიაშვილმა.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გაკრიტიკება მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობაში „ცოდნის დეფიციტია“.

„ეს არის ომის გამოცხადება ევროპის კავშირისთვის,“ - აღნიშნა ხატიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები