17 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციის რეაგირება იყო დაგვიანებული - უჩა ნანუაშვილი ბათუმის მოვლენების შესახებ საუბრობს

„ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციის რეაგირება ამ ძალადობრივ ფაქტებზე იყო დაგვიანებული,“ - ეს განცხადება სახალხო დამცველმა კურიერის პირდაპირ ეთერში ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას გააკეთა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციის რეაგირება ამ ძალადობრივ ფაქტებზე იყონ დაგვიანებული. საათების განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ისინი იყვნენ უსუსურები, მათ არ ქონდათ დაცულობის განცდა, რომელიც სწორედ ასეთი შემთხვევების დროს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შექმნან,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილის თქმით, „რატომ მოხდა ზოგადად ძალადობის ესკალაცია - ეს არის ის საკითხი, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი და იმ მთავარ კითხვას, იყო თუ არა ეს სპონტანური აქცია, თუ მართლაც მართული პროცესი“.

ნანუაშვილის თქმით, გამოძიებაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული.

„11-12 მარტის ღამეს დავინახეთ, რომ ზოგადად პრევენცია ასეთი ძალადობის ქვეყანაში ვერ ხდება და მივიღეთ, რომ გარკვეული ინსტიტუტები ვერ მუშაობდნენ ეფექტურად,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები