17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
ევროსასამართლო არ აფასებს, დაირღვა თუ არა ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, ის აფასებს, დაირღვა თუ არა ევროპული კონვენცია - თამარ აბაზაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტის კოორდინატორი, თამარ აბაზაძე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თაობაზე მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს სამართლებრივად აფასებს. ის მათ შეფასებებს კატეგორიულად არ იზიარებს. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლო მეოთხე ინსტანცია არ არის.

 „ზოგადად სუბსიდირების პრინციპი გულისხმობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის დამხმარე ორგანო. რეალურად, ადამიანის უფლებათა სასამართლო არ არის, ასე ვთქვათ, მეოთხე ინსტანცია, აქ იგულისხმება, რომ ქვეყანაში მოქმედებს 3 ინსტანციის სასამართლო და ამ სასამართლოებს არ ანაცვლებს ევროპული სასამართლო, ანუ ევროპულ სასამართლოს არ შეუძლია, შეცვალოს ეროვნული სასამრთლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ევროპული სასამართლო არ აფასებს, დაირღვა თუ არა ქვეყნის შიდა კანონმდებლობა, ის აფასებს, დაირღვა თუ არა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული ოქმები,“ - აცხადებს თამარ აბაზაძე.

ის განმარტავს, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო დაადგენს, რომ პროცესში კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას გულისხმობს, დაირღვა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქმეზე სამართალწარმოება ეროვნულ დონეზე თავიდან, დარღვევების გარეშე უნდა დაიწყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები