17 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას - გიორგი ბერაია ევროსასამართლოზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ანალიტიკოსი, გიორგი ბერაია, მიიჩნევს, რომ რუსთავი2-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არშესრულება დიდი დარტყმა იქნება ქვეყნის საგარეო კურსისთვის.

მან კურიერის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ამის დაშვებაც კი წარმოუდგენლად მიაჩნია.

„ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას. ნებისმიერი განზრახვა, რომ პირდაპირ ან არაპირდაპირ გვერდი აუარონ სასამრთლოს გადაწყვეტილებას, ამის დაშვებაც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია,“ - აღნიშნა ბერაიამ.

ეკა ბესელიას განცხადებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ვერც უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს შეცვლის და ვერც საქმეს დააბრუნებს წინა ინსტანციებში, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ცოტა დემაგოგიას ჰგავს“.

ამასთან, გიორგი ბერაია არ იზიარებს ევა გოცირიძის კრიტიკას სტრასბურგის სასამართლოს მისამართით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები