17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
მყისიერი საფრთხის დანახვა შესაძლებელი იყო უზენაესი სასამართლოს სამოტივაციო ნაწილის წაკითხვის გარეშეც - თამარ აბაზაძე ევროსასამართლოზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტის კოორდინატორი, თამარ აბაზაძე, კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი2-ის საქმეზე ევა გოცირიძის მიერ სტრასბურგის სასამართლოს კრიტიკას ეხმაურება.

თამარ აბაზაძის თქმით, დროებითი ღონისძიების გამოყენებისთვის და შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის, „არ არის აუცილებელი, რომ ევროპულ სასამართლოს ჰქონოდა წაკითხული სამოტივაციო ნაწილი“.

„ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსთავი2-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომ გამოყენებული ყოფილიყო მის საქმეზე დროებითი ღონისძიება, ანუ შეჩერების მექანიზმი,“ - განაცხადა თამარ აბაზაძემ.

აბაზაძის თქმით, „დროებითი ღონისძიების გამოყენებას, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აკმაყოფილებს ევროპული სასამართლო, თუ ხედვას მყისიერ საფრთხეს, კონკრეტულ უფლების განხორციელებასთან მიმართებაში“.

„ამ შემთხვევაში, მყისიერი საფრთხის დანახვა შესაძლებელი იყო უზენაესი სასამართლოს სამოტივაციო ნაწილის წაკითხვის გარეშეც, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რაც ევროპულ სასამართლოს წარედგინა რუსთავი2-ის მხრიდან,“ - განაცხადა თამარ აბაზაძემ.

 

 

დღის ამბები