17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
თუ ჩვენი ევროპული არჩევანი ეჭვის ქვეშ დადგა, ყველაფერი თავდაყირა დადგება - ბათუ ქუთელია

„ძალიან მნიშვნელოვან და რთულ პროცესთან გვაქვს საქმე,“ - აცხადებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ბათუ ქუთელია, რუსთავი2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

მისი აზრით, დღეს წყდება, იქნება თუ არა საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო.

„ჩვენი ევროპული არჩევანი ეფუძნება რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს, ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კომპონენტების, მაგრამ ჩვენი ევროპაში სწრაფვა დაიწყო იმით, რომ ჩვენ გავხდით ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილი და, თუ ეს საფუძველი დადგა ეჭვის ქვეშ, ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა, იგივე უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ყველაფერი ეს დადგება თავდაყირა. რეალურად, ეს იქნება პირველი მანიშნებელი იმისა, რომ ქვეყანამ შეიცვალა კურსი,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

მისი აზრით, კონკრეტული ტექნიკური დეტალების გამოკლებით, დღეს მმართველი გუნდის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოზე საუბარი, რომ ის მეოთხე ინსტანცია არ არის და მისი გადაწყვეტილების აღსრულება აუცილებელი არ არის, რუსულ სცენარს ჰგავს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ახალი რეჟიმი დაამყარა და გაქრა იმის ილუზია, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა იქნებოდა.

ბათუ ქუთელია არ ეთანხმება ევა გოცირიძის წერილის შინაარსს იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება  საქართველოში სამართალწარმოების პროცესს შეაფერხებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები