17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ხელისუფლების აქტიური ოპონენტების შვილების დაკავება - ოპოზიცია პოლიტიკურ შურისძიებაზე საუბრობს

პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების მიზნით, ნარკოპოლიტიკის ბერკეტის გამოყენებაზე საუბრობენ ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრები ძალოვანი უწყებებს პოლიტიკური შურისძიების პროცესში მონაწილეობის გამო აკრიტიკებენ.

სხვადასხვა ნარკოტიკის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, ტრადიციაა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება წარმატებით იყენებს.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის, ელისო კილაძის და ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის, შვილების დაკავებაში პოლიტიკურ მიზეზებს ვერ ხედავენ უმრავლესობის წევრები. მმართველი გუნდის წარმომადგენლები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ და გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

არც დაკავების და არც ნარკოპოლიტიკის ცვლილებების გეგმის დეტალები არ იცის პარლამენტის თავმჯდომარემ. ახალი ნარკოპოლიტიკის შესახებ ხელისუფლების კანონპროექტის განხილვას კი პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.

ნარკოპოლიტიკის ნაცვლად, სამართალდამცველი უწყებების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე უარის თქმას ურჩევს ხელისუფლებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი.  

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ორ დღეში, ოფიციალური ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა დააკავა. ორივე მათგანი ხელისუფლების აქტიური ოპონენტების შვილები არიან. 

დღის ამბები