17 მაისი 2024,   09:21
ვრცლად
საარჩევნო სისტემა - მესამე სექტორი შესაძლოა, საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობას გამოეთიშოს

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიას იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ მმართველი გუნდი მათ წინადადებებს ცვლილებების პაკეტში არ გაითვალისწინებს. ცვლილებები საარჩევნო სისტემას ეხება. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით უნდა ჩანაცვლდეს.

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს ამ მოთხოვნას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩვენები და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო უერთდება.

არასამთავრობოების ულტიმატუმი მმართველი პარტიისთვის გაუგებარია.

მოთხოვნების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს. სხდომაზე მთავარი საკითხი მიწების გასხვისება იყო. მმართველი პარტია უცხო ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. თუმცა, ქართული ოცნება ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, ჩაწერს თუ არა საკითხს კონსტიტუციაში.

საკითხის კონსტიტუციით დარეგულირებას ეწინააღმდეგება ნაციონალური მოძრაობა. რეგულაციებით რომ არაერთი ინვესტიცია დაიკარგება და ბიზნესს პრობლემები შეექმნება. ამაზე განცხადება ევროპულ საქართველოშიც გაკეთდა.

ლეიბორისტული პარტია დღეს ერთადერთი იყო, რომელმაც ხელისუფლების პოზიციას ეთანხმებოდა.

საკონსტიტუციო კომისია ხვალ პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებზე იმსჯელებს. მმართველი პარტია ქვეყნის პირველი პირის უფლებებისა და არჩევის წესის გადახედვას აპირებს.

დღის ამბები