17 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
მეტადონის პროგრამაში ჩართული ერთადერთი კლინიკა სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ცენტრში გადავა

პროგრამა, რომელიც კრიტიკის მიზეზი გახდა - პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებამ გამოიწვია. მეტადონის პროგრამაში ჩართული ერთადერთი კლინიკა ბენეფიციარებს ვეღარ მოემსახურება და სერვისი სახელმწიფოს დაქვემდებარებულ ცენტრში გადავა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე კომპანია ურანტს ხელშეკრულება შეუწყდა. 

ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გადაწყვეტილება ურანტის ხელმძღვანელებმა შიმშილობის დაწყებით გააპროტესტეს. ისინი თანამშრომლებთან და ბენეფიციარებთან ერთად კანცელარიასთან შეიკრიბნენ და მთავრობას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდეს.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ პროგრამაში ცვლილების მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან ხარჯების დაზოგვის შესაძლებლობაა. მისივე განმარტებით, ბენეფიციარებს სახელმწიფო დაწესებულების 9 ინტეგრირებული განყოფილება მოემსახურება, ზაფხულიდან კი პროგრამა უფასო გახდება.

ოფიციალური მონაცემებით, მეტადონის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამით 3 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს, ვაუჩერის ღირებულება 215 ლარია. პაციენტი კი ყოველთვიურად 110 ლარს იხდის.

ავტორი: მარიამ შანშიაშვილი. 

დღის ამბები