17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
პუტინის აგრესიული პოლიტიკა ოკუპირებულ ცხინვალში - პოლიტიკოსები ამ ქმედებებში საფრთხეს ხედავენ

მოსკოვმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის არმიაში გაერთიანების პროცესი დაიწყო. შესაბამის განკურგელებას ხელს ვლადიმირ პუტინი აწერს. საოკუპაციო რეჟიმთან შეთანხმების გაფორმება რუსეთის თავდაცვის სამინიტროს დაევალა. რუსულ მედიაში კი უკვე ღიად საუბრობენ, რომ პუტინი იმ პროცესის დასრულებას გეგმავს, რომელიც ცხინვალის რიუსეთთან მიერთებას გულისხმობს.

რუსული არმიის ე.წ. ოსური სამხედრო ფორმირებებით გაძლიერება ოფიციალურმა თბილისმა საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნად აღიქვა. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, სამხედრო კომპონენტის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიაზე საფრთხეს მთელს რეგიონს შეუქმნის.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო გავლენის გაზრდას მთავრობაში კარგად დაგეგმილ პროვოკაციად აფასებენ. ხელისუფლებაში ჯერ არ აქვთ გეგმა, თუ რა შეიძლება დაუპირისპირონ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ოკუპირებულ რეგიონებში. დღეს მოსკოვის აგრესიული ქმედება პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმო.

მოსკოვის საოკუპაციო პოლიტიკას გმობენ ოპოზიციაშიც, თუმცა მიაჩნიათ რომ მთავრობის ეფექტური მუშაობის შემთხვევაში, ოკუპირებულ რეგიონებში მოსკოვის სამხედრო გავლენის შეჩერება შესაძლებელი იყო.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ბათუ ქუთელია, მიიჩნევს, რომ პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით აგრესიის საშიშროება კიდევ უფრო იზრდება.

რუსულ მედიაში კი უკვე არ მალავენ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსული და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედრო ნაწილების გაერთიანებით ცდილობს, ბოლომდე მიიყვანოს პროცესი, რომელიც რეგიონის რუსეთთან მიერთებას ითვალისწინებს.

 

 

 

ავტორები: დავით კაკულია, ნინო სამყურაშვილი, იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები