17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
სასაცილოა, უბრალოდ - ბათუმის პოლიციის უფროსი სუს-ის და პოლიციის დაპირისპირებაზე

საპატრულო პოლიციის უფროსმა პირველი სატელევიზიო კომენტარი გააკეთა ბათუმში მომხდარი არეულობის შემდეგ. კახა ბუხრაძე ამბობს, რომ ცნობილი დისკრიმინაციული ფრაზა ბათუმელების მისამართით მას არ უთქვამს.

ის, რომ კახა ბუხრაძე ამ ფრაზის ავტორია და ადგილობრივ მოსახლეობას შეურაცხყოფას აყენებდა, ბათუმში მომხდარი არეოლობამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში წერდა მერაბ ღოღობერიძე, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის დამადასტურებელი ჩანაწერი ან სხვა სახის მტკიცებულება არ ჰქონდა.

აჭარაში ბუხრაძისა და პატრულის საქმიანობის გამო, ღოღობერიძე მის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებდა.

სწორედ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მისივე სტატუსების გამო, ბათუმში მერაბ ღოღობერიძეს 11-12 მარტს გამართული აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებდნენ. თუმცა, ღოღობერიძე ამბობს, რომ ორგანიზატორი არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა გადაბრალებას. მერაბ ღოღობერიძე დაკითხვაზე ბათუმში მომხდარი არეულობიდან მხოლოდ მეოთხე დღეს დაიბარეს.

მოწმის სტატუსით ღოღობერიძეს აჭარის პოლიციის სამმართველოში სამი საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ. დაკითხვის შეწყვეტა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით მოითხოვა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მობილიზებული იყო პოლიციაც.

 

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

 

დღის ამბები