17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
მოდის კვირეული ბრაზილიაში, მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე, მაინც გაიხსნა

მძიმე ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ბრაზილიაში მოდის კვირეული მაინც გაიხსნა. რეცესიის ფონზე სან პაულოს ფეშენ ვიქის ორგანიზატორებს ღონისძიების მოწყობა მცირე ბიუჯეტით უხდებათ. კოლექციების ჩვენება ტრადიციული წვეულებების გარეშე და ახალი ლოზუნგით - "ნახე და ახლავე იყიდე", იმართება.

სან პაოლოს ფეშენ ვიკის არსებობის 22-წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს მეხუთე ფინანსური კრიზისია, რომლის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდა.

მოდის კვირეულის დაფინანსება 40%-ით შემცირდა. ამიტომ ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ, უარი ეთქვათ ტრადიციულ წვეულებებზე, რომლებიც, როგორც წესი, დეფილეების შემდეგ იმართება.

 

 

ავტორი: თეა თეთრაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები