17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
ერთადერთი უნარი, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებას გააჩნია, ეს არის გადაბრალება სხვაზე - აკაკი მინაშვილი

პრემიერმინისტრის მხრიდან გამოთქმულ იმ ბრალდებებს, სადაც ის ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზატორებად ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ წევრზე მითითებს, უპასუხეს ნაციონალური მოძრაობაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, აკაკი მინაშვილის, თქმით, ხელისუფლება დაკავებულია გადაბრალების პოლიტიკით.

„ერთადერთი უნარი, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებას გააჩნია, ეს არის გადაბრალება სხვაზე. მე მინდა, შევახსენო ყველას, ეს არის მოღალატეობრივი ხელისუფლება, რომელმაც გააჩერა ქართული სახელმწიფო, რომლის ხელშიც აყვავდა კრიმინალი და დანაშაული საქართველოში. ასეთი ხელისუფლება ძალიან მალე თავის პოლიტიკური მომავალს დაასრულებს. ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის მხარს დაუჭერს ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქტივობებს და განწყობებს,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

დღის ამბები