14 ივნისი 2024,   16:00
ვრცლად
ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა არავის შეუძლია - ეკა ბესელია "რუსთავი 2"-ის საქმეზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებიდან არავის უთქვამს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო სავალდებულო.

აღნიშნული განმარტება ბესელიამ, მინისტრთა კაბინეტის მიერ რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებზე საუბრისას გააკეთა.

დეპუტატმა სახელისუფლებო გუნდის წევრთა კომენტარები განმარტა. მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილების შესრულება ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა არ შეუძლია არავის.

„არავის უთქვამს საქართველოს ხელისუფლებიდან და დარწმუნებული ვარ არც იტყვის, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო სავალდებულო. მისი გადაწყვეტილება არის სავალდებულო ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყნისთვის. ამიტომ, მის გადაწყვეტილებებს და აღსრულების პროცესს ჩვენ ვაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას. 

"ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რომელიც არის სავალდებულო ასევე და ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლა არ შეუძლია არავის. ასევე პატივს ვცემთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და ეს იქნება დროებით ღონისძიება თუ საბოლოო, ვნახოთ როგორი იქნება შემდგომი ეტაპი“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები