17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
შავ ზღვაში ფრანგული სამხედრო გემი შევიდა

შავ ზღვაში ფრანგული სამხედრო გემი შევიდა. ფრეგატი ლა-ფაეტი ბოსფორის სრუტეს გავლით უახლოეს საათებში ვარნას პორტში შევა. ინფორმაცია ბულგარეთში საფრანგეთის ელჩმა გაავრცელა და სოციალურ ქსელში სამხედრო ხომალდის ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა. ლა-ფაეტი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით და საზენიტო დანადგარებითაა აღჭურვილი.

ის შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს ოპერაციის ფარგლებში გადაადგილდება, რომელიც ალიანსმა უკრაინაში კრიზისის დაწყების და ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო. რუსეთის აგრესიის პირობებში შავი ზღვის აკვატორიის დაცვის გაძლიერების გეგმა ალიანსის წევრებმა ნატო-ს სამიტზე შეათანხმეს.

დღის ამბები