17 მაისი 2024,   08:57
ვრცლად
პროვოკაციის შემთხვევაში ვაშინგტონი მზად არის ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს მიმართოს

პროვოკაციის შემთხვევაში ვაშინგტონი მზად არის ჩრდილო კორეის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს მიმართოს. ამის შესახებ განცხადება რექს ტილერსონმა სეულში გააკეთა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის "სტრატეგიული მოთმინების" პოლიტიკა დასრულდა. მისივე თქმით, სამხედრო კონფლიქტის დაწყება არავის სურს, მაგრამ ფხენიანი უკან არ იხევს.

თუ ჩრდილო კორეა განაგრძობს სამხრეთ კორეის დაშინებას და დაემუქრება ამერიკელ სამხედროებს, ვაშინგტონი საპასუხო ზომებს მიიღებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კორეის ნახევარ კუნძულზე დემილიტარიზებული ზონა მოინახულა და ამერიკელ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნებში ჩაერთვებიან.

დღის ამბები