17 მაისი 2024,   23:05
ვრცლად
დამასკოში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

სირიის სამხედრო მეთაურობა ირწმუნება, რომ ისრაელის საჰაერო ძალების კუთვნილი მოიერიშე ჩამოაგდო. დამასკოში აცხადებენ, რომ ისრაელის კუთვნილი 4 სამხედრო თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ და პალმირაში სამხედროების პოზიციების დაბომბვას აპირებდნენ, თუმცა სირიელმა სამხედროებმა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დახმარებით გაუხსნეს ცეცხლი, ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მეორე კი მნიშვნელოვნად დააზიანეს.

ისრაელის არმიაში მოიერიშეს ჩამოგდებას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა საჰაერო ოპერაციის ჩატარებას ადასტურებენ. სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, ავიაციამ ტერორისტების რამდენიმე პოზიცია დაბომბა.

დღის ამბები