17 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი შენდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის ახალი ტერმინალი შენდება, რომელიც 12 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა გათვლილი. ახალი ტერმინალის ასაშენებლად ტავ ჯორჯიას მიერ 33 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ტავ ჯორჯიას მენეჯმენტმა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობამ მოინახულეს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის აეროპორტი წლიურად 3.5 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

დღის ამბები