17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
სირიაში მომუშავე დამკვირვებლები ალეპოს პროვინციაზე განხორციელებულ იერიშს იძიებენ

სირიაში მომუშავე დამკვირვებლები ალეპოს პროვინციაზე განხორციელებულ იერიშს იძიებენ. ბოლო ინფორმაციით, ალ-ჯინას დასახლებაში მეჩეთის დაბომბვის შედეგად 42 ადამიანია დაღუპული, ასზე მეტი კი დაშავდა. იერიში მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელდა.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ალ-ჯინაში საჰაერო ოპერაცია შეერთებული შტატების ავიაციამ ჩაატარა. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები მეჩეთზე იერიშს უარყოფენ. მათი ინფორმაციით, ავიაციამ ამ რაიონში მდებარე ალ-ქაიდას პოზიციები დაბომბა, შედეგად ლიკვიდირებულია რამდენიმე გავლენიანი ტერორისტი. ცნობილია, რომ ამავე რაიონზე იერიშები სირიისა და რუსეთის ავიაციამაც განახორციელეს.

დღის ამბები