17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
არეულობა ბათუმში - ადვოკატები დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ, ერთ-ერთი ანგარიშსწორებაზეც საუბრობს

ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში ერთი საათია პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე დაკავებული პირებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

სასამართლოში სულ 2 პროცესია ჩანიშნული. დაკავებულია 6 პირი, მათთან ერთად სასამართლო ამავე საქმეზე ბრალდებულ, მაგრამ ამჟამად თავისუფალი პირის საქმესაც განიხილავს.

პროცესის დაწყებამდე კომენტარები ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა გააკეთეს. თითქმის, ყველა მათგანი დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს.

ადვოკატ დავით ჯაფარიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ჩვენება მხოლოდ ორმა პოლიციელმა მისცა, რომლებსაც დაკავებულის ძმასთან ადრე კონფლიქტი ჰქონდათ. მისი ვარაუდით, ადგილი აქვს ანგარიშსწორებას.

დღის ამბები